პოლ სქოულზი ინგლისის ნაკრებში დაბრუნებას ფიქრობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ სქოულზი ინგლისის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ როი ჰოჯსონთან რვაწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნების თაობაზე მსჯელობას აპირებს.

სქოულზი, რომლის აქტივში ინგლისის ნაკრებში 66 ჩატარებული მატჩია, გუნდიდან 2004 წელს წავიდა, რადგან ოჯახისგან შორს ყოფნამ შეაწუხა. შემდეგ სქოულზს დაბრუნებას ურჩევდნენ, მაგრამ ის შეუვალი იყო, თუმცა შემდეგ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე არწასვლა ინანა.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლოს 38 წელი შეუსრულდება, გადაწყვეტილების შეცვლას აპირებს.

ჰოჯსონი 16 მაისს ევრო 2012-ისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობას გამოაცხადებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული