53 წლის შოტლანდიელი სპეციალისტის გაშვების მიზეზი მიმდინარე სეზონში ბირმინგემული კლუბის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა.
"ასტონ ვილამ" ინგლისის პრემიერლიგის სეზონი 16-ე ადგილზე დაასრულა და გასავარდნ ზონაში მოხვედრილ "ბოლოტონს" მხოლოდ ორი ქულით გაუსწრო.
მაკლიში "ასტონ ვილას" მთავარ მწვრთნელად გასული წლის ივნისში დანიშნეს. მაშინ მას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.