ედენ აზარი კარიერას მანჩესტერში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ლილის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ედენ აზარმა გადაწყვიტა, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე ჭორები უკვე ერთი წელია დადის. აზარის შეძენის მთავარი ფავორიტები მანჩესტერული კლუბები იყვნენ. რობერტო მანჩინი და სერ ალექს ფერგიუსონი პირადად იყვნენ ჩასულები აზარის თამაშის სანახავად.

ბოლოს და ბოლოს ინგლისში გადაბარგების შესახებ ინფორმაცია თავად 21 წლის ფეხბურთელმა დაადასტურა.

"საბოლოოდ გადავწყვიტე სად გავაგრძელებ კარიერას, ეს მანჩესტერი იქნება".

თუმცა ფეხბურთელმა ერთი მცირე დეტალი არ დააზუსტა - "სიტი" თუ "იუნაიტედი"?

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული