"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტის" ბოდიში მიიღო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტის" ბოდიში მიიღო იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც "ქალაქელების" მიერ საჩემპიონო ტიტულის აღნიშვნის დროს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ პლაკატზე, რომელიც ზეიმის დროს თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა აღმართა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონის მიმართ მიმართვა იყო: "მშვიდად განისვენე, ფერგი". თავად ფეხბურთელმა და კლუბმა მომხდარის გამო მალევე მოიბოდიშეს. არგენტინელმა მოჰყვა, რომ ბანერის შინაარსი ვერ შენიშნა.

"კლუბში მომხდარზე რეაგირება სწრაფად მოახდინეს. ეს სწორია. ვფიქრობ, რომ ტევესის მიერ თავის გამართლება საკმაოდ სულელურად ჟღერდა, მაგრამ მისასალმებელია, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ბოდიში მალევე მოიხადა. ახლა
სხვა საკითხებზე გადავერთობით", - განაცხადა "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ახლა სხვა საკითხებზე გადავერთობით" - გადავერთობით რა უბედურებაა??? ამ სტატიის ავტორის აზრით დევიდ გილი იმერელია??? :))))))))))
goglika
11:03 16-05-2012
0
მოჰყვა? სუნთქვა არ შეგეკრათ მაგ ჰ-ს წარმოთქმისას :D
odala
23:11 15-05-2012
0

სიახლეები პოპულარული