ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის ძმას და აგენტს უკვე შეხვდნენ, რათა თავიანთი დაინტერესების შესახებ ეცნობებინათ. შეხვედრის დროს ოფიციალური წინადადებაც გაკეთდა.
ლორენტეს სატრანსფერო ღირებულება 36 მილიონ ევროს შეადგენს და ინგლისური პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" ამ თანხის გადასახდელად მზადაა.
თუმცა თავად ლორენტემ უკვე განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელებას ბასკურ გუნდში აპირებს.