როდესაც კვირაში 170 ათასი ფუნტს გიხდიან, ასეთი ბრალდება, რასაკვირველია, ორმაგად მძაფრი ხდება და ადებაიორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არ დაიბნა, იქვე, ისტლენდელთა საწვრთნელ ბაზაზე მდებარე სამედიცინო ცენტრში შევარდა და ნატკენი ფეხი გააშუქებინა. შეგახსენებთ, რომ ტოგოელს აგვისტოში "სანდერლენდთან" 1:0 მარცხის შემდეგ აღარ უთამაშია. "სიტის" მავანმა თანამშრომელმა, რომელიც
"მათ შორის დიდი კონფლიქტი მოხდა. არაფერია იმაზე ცუდი, როდესაც მწვრთნელს საკუთარ ფეხბურთელში ეჭვი ეპარება და მას სიმულანტობას აბრალებს. ადებაიორმა შეიძლება კარგად ვერ ითამაშოს, მაგრამ ის ნამდვილი პროფესიონალია და მისთვის ასეთი რამის დაბრალება არ შეიძლება. ეს უსამართლობაა და ამიტომაც გადაირია ემანუელი"
აღსანიშნავია, რომ ადებაიორს მანჩინისთან პირველად ახლა როდი მოუვიდა შეხლა-შემოხლა. ის ლონდონში, "უაით ჰართ ლეინზეც" გასაჩერებელი გახდა, თორემ მწვრთნელზე ფიხიკურად აპირებდა თავდასხმას. თუ გახსოვთ, როდესაც სატრანსფერო სეზონი დასასრულს მიუახლოვდა თავდამსხმელმა დაიქადნა, რომ კლუბიდან წავიდოდა, მაგრამ ისტლენდელებმა არ გაყიდეს. ამის შემდეგ მან რამდენიმე საჯარო განცხადებაც გააკეთა. კერძოდ, ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც მანჩინის საწვრთნელ მეთოდებსაც ვერ ეგუება.
ამასწინათ, მანჩინიმ განაცხადა, რომ ამიერიდან ადებაიორზე წინ იგი ჟოს დააყენება – მოგეხსენებათ, ჟომ ევროპის ლიგაში "ზალცბურგს" გაუტანა გოლი. რასაკვირველია მწვრთნელსა და ტოგოელ ფორვარდს შორის არც ამ განცხადებად დაათბო ურთიერთობა.