რობერტო მანჩინი "მილანის" ოფისში ადრიანო გალიანის შეხვდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი "მილანის" ოფისში იმყოფებოდა, სადაც იტალიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის შეხვდა.

47 წლის სპეციალისტი, რომელმაც გასულ სეზონში "ქალაქელებს" ინგლისის ჩემპიონობა მოაპოვებინა, "მილანის" წარმომადგენელს ნახევარი საათის მანძილზე ესაუბრებოდა.

ვარაუდობენ, რომ მხარეები "როსონერის" ლიდერ ზლატან იბრაჰიმოვიჩის "სიტიში" შესაძლო გადასვლას განიხილავდნენ, თუმცა მანჩინიმ ეს ინფორმაცია უარყო.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული