ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელის 17 მილიონ ევროდ შესაძენად ოფიციალური წინადადება გააკეთა. აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობამ ლონდონის "არსენალის" მხრიდან იაპონელისადმი არსებული მზარდი ინტერესის გამო მოლაპარაკებები იჩქარა.
კაგავას "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2013 წლის ივნისში ეწურება. თავად ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონის დატოვების სურვილი გამოთქვა.