ამის შესახებ თავად სპეციალისტმა იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"ჯერჯერობით შეუძლებელია თქმა, რა მოხდება "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობასთან დაკავშირებით. ამიტომ "ჩელსიში" ჩემს მომავალზეც შეუძლებელია საუბარი.
არ ვფიქრობ, რომ დი მატეო კლუბს დატოვებს. მან დიდი სამუშაო გასწია, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღე კი, უბრალოდ, დაუვიწყარი იყო. დი მატეოს ხელში "ჩელსიში", უბრალოდ, ფანტასტიკური ატმოსფეროა", - თქვა ძოლამ.