"ეპიზოდი კიდევ ვნახე და ჩანაწერში აშკარად გამოჩნდა, რომ ტორესი თაღლითობს. ის ცდილობს მსაჯს ჩვენი ფეხბურთელი გააძევებინოს".
ალბათ, მიხვდით რომელ ეპიზოდზეც არის ლაპარაკი. ჯონ ო"შიმ ტორესი საჯარიმოს მისადგომებთან
"ჩემი ადგილიდან მომენტი ასე შევაფასე: ჯარიმა იყო, თუმცა ფეხბურთელის გაძევება არ იყო საჭირო".
შეგახსენებთ, რომ დრამატულ შეხვედრაში მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ, ტორესმა ჯერ ჯონი ევანსთან ორთაბრძოლაში მოინადირა პენალტი (რომელიც ასევე ჯერარდმა გაიტანა), ექვსი წუთის შემდეგ კი ზემოთ აღწერილი ამბავი მოხდა და ანგარიშიც გაიქვითა. მანჩესტერელთა გასახარად, ამ დღეს მათი ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი იყო შეუჩერებელი - მან ჰეთ-თრიქი შეასრულა და "ოლდ ტრეფორდზე" სამი ქულა დატოვა.
ფერგიუსონმა დასძინა: "როდესაც 2:0 დავწინაურდით მეგონა საბოლოოდ კრიკეტის ანგარიშით მოვიგებდით, ჩემთვის ვფიქრობდი, ალბათ, ათს გავიტანთ, მეთქი. შემდეგ, როდესაც 2:2 გახდა და შეიქმნა საფრთხე, რომ თამაში ასეც დასრულდებოდა, თავი ბოროტი დაცინვის ობიექტად ვიგრძენი. ანგარიში რომ გათანაბრდა "ლივერპულს" შეეძლო მომენტის დაჭერა და უპირატესობის ჩაგდება, მაგრამ ამ გუნდმა ვერაფერი შემოგვთავაზა. ხომ ასე იყო? ისინი თანამსაჯის გადაწყვეტილებების იმედად იყვნენ".
კოლეგის პასუხად ჰოჯსონმა თქვა: "ჩვენი თამაშის ასე ძალიან დაკნინება სწორი არ მგონია, თუმცა მოდი, ყველამ თქვენებურად განსაჯეთ. პირადად ჩემი აზრით ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ფრეს ვიმსახურებდით".