ლი ბოიერმა ბებიას აგინა

AutoSharing Option
ლი ბოიერს კვლავ შარიდან აქვს თავი დასაძვრენი. "ბირმინგემის" ნახევარმცველს, რომელსაც კარიერის განმავლობაში რამდენიმე ხმაურიანი სკანდალი გადახდა, ამჯერად ტრიბუნაზე მჯდომი ქალი გულშემატკივრისთვის უგინებია. თან, ეს ქალბატონი სტადიონზე შემთხვევით შესული არ გეგონოთ, წლიური აბონემენტის მფლობელია.

ეს ამბავი ვესტ ბრომვიჩის "ჰეუტორნსის" სტადიონზე, შაბათს მოხდა. "ვესტ ბრომვიჩმა" "ბირმინგემს" 3:1 მოუგო, ბოიერი კი 68-ე წუთზე ნიკოლა ჟიგიჩმა შეცვალა. სწორედ ახალშეცვლილმა ბოიერმა აგინა ქალბატონს, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა სახელად სანდრა კოქსი ყოფილა და ტრიბუნაზე შვიდი წლის შვილიშვილთან ერთად მჯდარა.

ქალბატონმა კოქსმა თქვა: "მისმა სიტყვებმა დამზაფრეს. განსაკუთრებით
კი იმან გადამრია, რომ ეს სიტყვები ბოიერმა ჩემი 7 წლის შვილიშვილის გასაგონად მითხრა. რას წარმოვიდგენდი, რომ სტადიონზე მისული ერთ-ერთი ფეხბურთელის ლანძღვის ობიექტი გავხდებოდი".

რამ დააგუჟა 33 წლის ვარსკვლავი უცნობია, თუმცა მისმა აგენტმა განაცხადა, ჩემი კლიენტი ჩადენილს მთელი გულით ნანობსო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული