დიმიტარ ბერბატოვი: მთავარია თმა ყალყზე არ დაგვიდგა

AutoSharing Option
დიმიტარ ბერბატოვს გასული კვირა ცხოვრებაში არ დაავიწყდება, მან "ლივერპულს" სამი გოლი გაუტანა და "მანჩესტერ იუნაიტედს" გამარჯვება მოუტანა, მაგრამ ეს დღე თურმე კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მისმა გოლებმა იგი და მისი თანაგუნდელები მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ცნობილი ღრიალისგან იხსნა - "იუნაიტედის" ლეგენდარული თავკაცის არანაკლებ ლეგენდარული ღრიალი ინგლისურმა პრესამ რა ხანია უკვე "თმის საშრობად" თუ ფენად მონათლა და როდესაც რომელიმე ბრიტანულ გაზეთში ამ სიტყვას გადააწყდებით, იცოდეთ, ფერგიუსონზეა ლაპარაკი.

ბულგარელმა ვარსკვლავმა თქვა: "როდესაც 2:0-ის მერე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაგვითანაბრა ჩვენ ვიცოდით, რომ თამაშის
შემდეგ კარგი დღე არ დაგვადგებოდა... რასაკვირველია, "ლივერპულთან" თამაში ჩვენთვის საოცარი გამოდგა. ჩვენ კონკურენტი დავამარცხეთ და თან ჩემი ჰეთ-თრიკით. გასახდელში ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ახლა, სახლში გახარებული, ფართე ღიმილით მივდივარ, მაგრამ, ჩემი შვილებისთვის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. საერთოდაც, ხვალ ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, შემდეგ კვირას კი მომდევნო შეხვედრა გვაქვს.

ვფიქრობ, რაც "იუნაიტედში" ვარ, ასე კარგად არ მითამაშია. ვიმედოვნებ, რომ ამიერიდან ასეთი მატჩები კიდევ მექნება. მინდა ყოველ შეხვედრაში უკეთ და უკეთ ვითამაშო და ბედიც ისევე მწყალობდეს, როგორც დღეს. თუმცა, ერთია: მომავალში, 2:0ის მერე 3:0 უნდა გავხადოთ".

შემდეგ ბულგარელ ფორვარდს იმ გოლზე ჰკითხეს მაკრატელა დარტყმით რომ გაიტანა. ბერბატოვმა უპასხა:
"მე ვერ ვხედავდი საით წავიდა ბურთი, მაგრამ როდესაც ტრიბუნების ხმა გავიგე, ყველაფერს მივხვდი. ლამაზი გოლი გამოვიდა, მაგრამ მართალი გითხრათ ამას მნიშვნელობა არც ჰქონდა, მთავარი ის არის, რომ გოლი გავიდა. გოლი იყოს და გინდა მაკრატელა დარტყმით გაგიტანია და გინდა კარის წინ ფეხი მიგიკრავს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული