შეგახსენებთ, რას ნიშნავს აბრევიატურა - WAG. ეს ინგლისური სიტყვების "ცოლები და მეგობარი გოგონები" პირველი ასოებისგან შედგენილი მცნებაა და პრემიერლიგის მილიონერი ფეხბურთელების საყვარელ ქალებს აღნიშნავს. თუმცა, მარტო საყვარელ ქალშიც არ არის საქმე. ნამდვილი WAG რომ იყო შესაბამისად უნდა იქცეოდე კიდეც. სავარაუდოდ, ამ ყველაფრის ფუძემდებელი ვიქტორია ბექჰემი უნდა იყოს, მაგრამ ახლა WAG-ოლოგიაზე ლაპარაკს არ ვაპარებთ, კოლინ რუნის ამბავს მოგახსენებთ.
მისის რუნიმ თანაგრძნობის გამომწვევი
იმ სასტუმროში (სასტუმროს "ლოური ოტელი" ჰქვია) რუნი იმიტომ მოხვდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულთან" შეხვედრის წინ იქ შეკრებას გადიოდა.
მოგეხსენებათ, "ოლდ ტრეფორზე" გამართულ ამ დრამატულ შეხვედრაში რუნიმ გოლის გატანა ვერ მოახერხა - მანჩესტერელთაგან სამივე დიმიტარ ბერბატოვმა შეაგდო, მაგრამ კოლინს ეს ამბავი გულთან ახლოს საერთოდ არ მიუტანია. თურმე, მას ქმარი გაფრთხილებული ჰყავს, სხვა ფეხბურთელების ცოლებისა და საყვარლების მსგავსად სტადიონზე არასდროს დავჯდები სანამ არ დავრწმუნდები, რომ მეძავებთან აღარ დარბიხარო.
ცნობისათვის: "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცს სერ ალექს ფერგიუსონს "ლოური ოტელი" ძალიან უყვარს და რუნის სკანდალური თავგადასავლის გამო მისი სხვა სასტუმროთი გამოცვლას არ აპირებს.
და ბოლოს მეძავი ტომპსონის შესახებ: ორიოდ დღის წინ სავარაუდოდ, შვილის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო მამამისს, 55 წლის ჰემიშ ტომპსონს გულის შეტევა მოუვიდა, თავად ქალი კი სადღაც გაუჩინარდა.