პრანდელის ახალი ხალხი მოყავს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჩეზარე პრანდელის თქმით, გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, ამიტომაც უახლოეს ხანს "სკუადრა აძურაში" ახალი სახეები გამოჩნდებიან.

"გადაწყვეტილია, რომ ნაკრებში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდებიან, თუმცა მათ ვინაობას ჯერჯერობით არ გავამხელ, - თქვა პრანდელიმ, - თუმცა, ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლი ძველებმაც დამაჯერებლად დაიწყეს, ამის არდანახვა შეუძლებელია".

სპეციალისტების ვარაუდით, ახალ ფეხბურთელებში "აძურის" დამრიგებელი "ფიორენტინას" მცველ ალესანდრო გამბერინისა და "პარმას" შემტევ ნახევარმცველ სებასტიან ჯოვინკოს გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული