ედენ აზარი ლონდონის "ჩელსიში" წელიწადში 6.6 მილიონ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
"ლილის" და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი ედენ აზარი აცხადებს, რომ შემდეგ სეზონში ლონდონის "ჩელსიში" ითამაშებს.

ტრანსფერი ოფიციალურად 13 ივნისს გაფორმდება, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. ედენის სანაცვლოდ ლონდონელები 40 მილიონ ევროს გადაიხდიან - კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ბონუსი.

ბელგიელი ფეხბურთელი "ჩელსიში" თვეში 500 ათას ევროს მიიღებს - 6.6 მილიონ ევროს წელიწადში. ახალ კლუბთან აზარის კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აზარის გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედს" და "მანჩესტერ სიტისაც" სურდათ.

მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით

ასევე იხილეთ
Goal.com: ედენ აზარი ლონდონის "ჩელსიში" გადავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული