"მანჩესტერ სიტიმ" მოთამაშეების ხელფასებზე თავის წლიურ შემოსავალზე მეტი დახარჯა

AutoSharing Option
ინგლისის ახალმა ჩემპიონმა "მანჩესტერ სიტიმ" თავისი მოთამაშეების, მწვრთნელების და სხვა თანამშრომლების ხელფასებზე 2010/11 წლების სეზონში საკუთარი შემოსავლის 114 პროცენტი - 174 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა. იმ სეზონში "სიტიმ" ინგლისის პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.

მიუხედავად ამისა, ხელფასების საერთო რაოდენობით "სიტი" "ჩელსის" მაინც ჩამორჩა, რომელმაც 191 მილიონი ფუნტი სტერლინგი (239 მილიონი ევრო) დახარჯა.

2009/10 წლების სეზონთან შედარებით, "ჩელსის" სახელფასო დანახარჯი დაახლოებით 9 პროცენტით გაიზარდა.

სახელფასო დანახარჯის მიხედვით, მესამე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედია" - 153 მილიონი ფუნტი სტერლინგით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული