ჟოზე მოურინიო: "ლივერპულს" გაუმართლა - ბრენდან როჯერსი ისეთივე განსაკუთრებულია, როგორიც მე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელად ბრენდან როჯერსის დანიშვნა შეაფასა და აღნიშნა, რომ "წითლებმა" სწორი არჩევანი გააკეთეს.

პორტუგალიელმა შეგვახსენა, რომ 39 წლის სპეციალისტი "ჩელსიში" მისი თანაშემწე იყო.

"როდესაც "ჩელსიში" ვმუშაობდი, როჯერსი ჩემი თანაშემწე გახდა და უნდა ვთქვა, რომ ის შესანიშნავი სპეციალისტია. ის ახალგაზრდაა, ახალი იდეებით და საინტერესო ტაქტიკური ჩანაფიქრებით აღსავსე.

ასე რომ, როჯერსი ისეთივე განსაკუთრებულია, როგორიც მე. მიხარია ბრენდანის დანიშვნა, "სუონსიში" მუშაობით მან ეს დაიმსახურა", - თქვა მოურინიომ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: ბრენდან როჯერსი
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიევრპული ახალია? :დ
nika
19:07 01-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული