რობინ ვან პერსი და ედინსონ კავანი "მანჩესტერ სიტისთვის" ძალიან ძვირად ფასობენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გადაწყვიტა, თავისი გუნდის შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით აგორებული ჭორებისთვის წერტილი დაესვა.

კერძოდ, ევროპულ მედიაში ჩნდება ინფორმაციები, თითქოს "ქალაქელები" "არსენალის" ლიდერ რობინ ვან პერსის და "ნაპოლის" ფორვარდ ედინსონ კავანის შეძენას გეგმავენ.

"რომელს ვამჯობინებდი, ვან პერსის თუ კავანის? ჰოლანდიელი ნამდვილი გამარჯვებულია, კავანის კი ყველა თვისება აქვს, რომელსაც ფორვარდი უნდა ფლობდეს. მისი შეძენა ჯერ კიდევ "ინტერში" მუშაობისას მსურდა, მაგრამ ახლა მის სანაცვლოდ უზარმაზარ თანხებს ითხოვენ, რაც ტრანსფერს შეუძლებელს ხდის. იგივე ეხება ვან პერსისაც.

ისიც მსმენია, რომ ჩვენთან კიელინის
უშვებენ. გასულ წელს მის შეძენას ვფიქრობდით, მაგრამ ახლა სხვა მცველები გვაინტერესებს.

ტიაგო სილვა? "მილანი" მას არ გაყიდის"
, - განაცხადა მანჩინიმ.

მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული