ანდრე ვილაშ-ბოაშმა ლონდონის "ჩელსიში" მუშაობის ნახევარი წლის მანძილზე 32 მილიონი ფუნტი მიიღო

AutoSharing Option
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ლონდონის "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩის გადაწყვეტილებით, "არისტოკრატებთან" კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის საკომპენსაციოდ 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო.

სპეციალისტი თანამდებობიდან მიმდინარე წლის მარტში გაათავისუფლეს გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

მუშაობის 7 თვის მანძილზე "ჩელსიმ" პორტუგალიელ სპეციალისტს სულ 32 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა: "პორტუდან" გადაბირებისთვის, ხელფასი და კომპენსაცია კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის.

ვილაშ-ბოაში "ჩელსიში" 2011 წლის ზფხულში, "პორტუში" გატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მივიდა. იმ წელს ვილაშ-ბოაშმა ევროპის ლიგა, პორტუგალიის ჩემპიონატი, პორტუგალიის სუპერთასი და პორტუგალიის თასი მოიგო.

პორტუგალიელის ხელმძღვანელობით "ჩელსი"
ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფიდან გავიდა და ინგლისის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა. არადამაჯერებელი შედეგების გარდა, მისი გათავისუფლების მიზეზი გუნდის სტაჟიან ფეხბურთელებთან უთანხმოება გახდა.

ბოლო 5 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების გამარჯვებულთა რუსმა მფლობელმა გაშვებული მწვრთნელების - ლუიშ ფელიპე სკოლარის, ავრაამ გრანტის, ჟოზე მოურინიოს და კარლო ანჩელოტის კომპენსაციებზე 76 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული