ნემანია ვიდიჩი: იმედია, სეზონის დასაწყისისთვის მზად ვიქნები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ნემანია ვიდიჩმა აღნიშნა, რომ მსუბუქად ვარჯიში უკვე დაიწყო.

30 წლის სერბის თქმით, აგვისტოში, ახალ სეზონში თავისი გუნდის პირველი მატჩისთვის მზად იქნება. ვიდიჩი "მანჩეტსერ იუნაიტედს" ალბათ წინასასეზონო ტურნეშიც გაყვება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ვიდიჩმა ჯვარედინი იოგები დაიშავა და თავის კლუბს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.

ამ ტრავმის გამო მან გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.

"იმედია, სეზონის დასაწყისისთვის მზად ვიქნები. ახლა უკვე შემიძლია სირბილი, მოედანზე ვარჯიში, რაც ჩემთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბევრად უკეთესია, რადგან ბოლო ოთხი თვის
მანძილზე თითქმის ყველა დღე საწვრთნელ დარბაზში გავატარე. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო.

მაგრამ ცუდი წარსულში დარჩა. გამოჯანმრთელების პროცესის მეორე ეტაპს მოუთმენლად ველი და ფიზიკური ფორმის აღსადგენად ვმუშაობ", - განაცხადა ვიდიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული