სესკ ფაბრეგასი ორ-სამ კვირაში გამოჯანმრთელდება

AutoSharing Option
სესკ ფაბრეგასის საქმე ასეა: მან და მასთან ერთად ექიმებმა ძალიან უნდა მოინდომონ, რომ კაპიტანი და ლიდერი "არსენალს" "ჩელსის" წინააღმდეგ უპრინციპულეს შეხვედრაში დაეხმაროს - ეს მატჩი 3 ოქტომბერს "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება. ვიმეორებთ, ასე უკეთეს შემთხვევაში მოხდება, თორემ ზოგი წყაროს ცნობით ესპანელი მსოფლიოს ჩემპიონი სამ კვირას გამოსტოვებს.
შეგახსენებთ, რომ "არსენალის" კაპიტანმა ბოლო ტურში, "სანდერლენდთან" შეხვედრის პირველ ტაიმში ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი ორთავა კუნთი იტკინა და მოედნიდან გასაყვანი შეიქნა.
ფაბრეგასი ნატკენი ფეხის სკანირებაზე სამშაბათს დილით მივიდა და მართალია, ვენგერმა თქვა, რომ პასუხი
მეორე დილამდე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ თავად ვარსკვლავმა "ტვიტერში" თავის გვერდზე დაწერა:
"ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით კარგი ამბები მაქვს. კუნთში რაღაც სითხე კი ჩამიდგა, მაგრამ სერიოზული არაფერი მჭირს. იმედი მაქვს, რომ ორი კვირის შემდეგ უკვე შევძლებ თამაშს".
ფაბრეგასის განცხადებას მოგვიანებით "არსენალის" ოფიციალური განცხადება მოჰყვა. ამ განცხადებაში წერია:
"ფეხბურთის კლუბი არსენალი ადასტურებს, რომ სესკ ფაბრეგასი ორი ან სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს".
ასე და ამგვარად, ჯერჯერობით ის არის ცნობილი, რომ "მეთოფეთა" კაპიტანი შაბათს "ვესტ ბრომვიჩთან", შემდეგ სამშაბათს კი ჩემპიონთა ლიგაში ბელგრადის "პარტიზანთან" ვერ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული