რაფაელ ვან დერ ვაარტი ლონდონის "ტოტენჰემში" რჩება

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

ადრე ვრცელდებოდა ცნობა, თითქოს ჰოლანდიელი ფეხბურთელის გადაბირება გელზენკირხენის "შალკეს" სურდა, თუმცა თავად ვან დერ ვაარტი გერმანიაში გადაბარგებას გამორიცხავს.

"ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენით დიდი ევროპული კლუბები ინტერესდებიან, თუმცა "ტოტენჰემში" თავს კომფორტულად ვგრძნობ და ვერ ვხედავ სამუშაო ადგილის შეცვლის აუცილებლობას.

ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე გამაჩნია. თავის დროზე "ჰამბურგის" ღირს
ებას ვიცავდი. ამჟამად კი პრემიერლიგაში მსურს დარჩენა", - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული