ადრე ვრცელდებოდა ცნობა, თითქოს ჰოლანდიელი ფეხბურთელის გადაბირება გელზენკირხენის "შალკეს" სურდა, თუმცა თავად ვან დერ ვაარტი გერმანიაში გადაბარგებას გამორიცხავს.
"ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენით დიდი ევროპული კლუბები ინტერესდებიან, თუმცა "ტოტენჰემში" თავს კომფორტულად ვგრძნობ და ვერ ვხედავ სამუშაო ადგილის შეცვლის აუცილებლობას.
ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე გამაჩნია. თავის დროზე "ჰამბურგის" ღირსებას ვიცავდი. ამჟამად კი პრემიერლიგაში მსურს დარჩენა", - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით