რიო ფერდინანდის წარმომადგენლები როი ჰოჯსონის საქციელით აღშფოთებულები არიან

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რიო ფერდინანდი და მისი წარმომადგენლები აღშფოთებულები არიან, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა კვლავ არ გამოიძახა ფერდინანდი ეროვნულ გუნდში.

გარი კეჰილის ტრავმის შემდეგ ზოგიერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ ჰოჯსონი ნაკრებში "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, რიო ფერდინანდს გამოიძახებდა. თუმცა სპეციალისტმა ვეტერან ფეხბურთელს "ლივერპულის" მოთამაშე მარტინ კელი ამჯობინა.

ამ ფაქტმა ბრიტანული ტაბლოიდები და ფეხბურთის წარმომადგენლები შოკში ჩააგდო.

"ლემპარდი, ტერი, ჯერარდი, ბერი - ყველა ეს ფეხბურთელი ახალგაზრდა აღარაა, თუმცა ისინი ნაკრებში არიან გამოძახებულნი. რატომ არის რიოს შემთხვევაში სხვაგვარად? ფეხბურთელის მიმართ
ასეთი საქციელი, რომელმაც ეროვნული გუნდი მოედანზე 81-ჯერ გაიყვანა კაპიტნის სამკლაურით, სხვა თუ არაფერი, სირცხვილია.

აღნიშნული ფაქტი ჰ
ოჯსონის მხრიდან ფერდინანდის მიმართ უპატივცემულობას ნიშნავს", - განაცხადა რიოს მეგობარმა ჯეიმი მორალმა.

თავად ფერდინანდმა კი საკუთარ "ტვიტერში" დაწერა: "რა არის მიზეზი?!"

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული