გარი კეჰილის ტრავმის შემდეგ ზოგიერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ ჰოჯსონი ნაკრებში "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, რიო ფერდინანდს გამოიძახებდა. თუმცა სპეციალისტმა ვეტერან ფეხბურთელს "ლივერპულის" მოთამაშე მარტინ კელი ამჯობინა.
ამ ფაქტმა ბრიტანული ტაბლოიდები და ფეხბურთის წარმომადგენლები შოკში ჩააგდო.
"ლემპარდი, ტერი, ჯერარდი, ბერი - ყველა ეს ფეხბურთელი ახალგაზრდა აღარაა, თუმცა ისინი ნაკრებში არიან გამოძახებულნი. რატომ არის რიოს შემთხვევაში სხვაგვარად? ფეხბურთელის მიმართ
აღნიშნული ფაქტი ჰოჯსონის მხრიდან ფერდინანდის მიმართ უპატივცემულობას ნიშნავს", - განაცხადა რიოს მეგობარმა ჯეიმი მორალმა.
თავად ფერდინანდმა კი საკუთარ "ტვიტერში" დაწერა: "რა არის მიზეზი?!"
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით