"მანჩესტერ იუნაიტედმა" შინჯი კაგავას ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ნახევარმცველ შინჯი კაგავას გადასვლა შეათანხმა.

23 წლის იაპონელს სამედიცინო გამოკვლევის გავლა და დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლების მიღებაღა დარჩა. ეს პროცედურა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს დასრულდება.

ადრე პრესაში იტყობინებოდნენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კაგავას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდიდა. თუ ფეხბურთელი კარგად ითამაშებს, ეს თანხა შესაძლოა 17 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული