ღია კარი კენი დალგლიშისთვის

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალ მთავარ მწვრთნელს, 39 წლის ბრენდან როჯერსს იმედი აქვს, რომ ოდესმე მაინც მიუახლოვდება "წითლების" ლეგენდარული თავკაცის, კენი დალგლიშის შედეგებს.

ის მოუწოდებს შოტლანდიელს, შორს არ დაიჭიროს თავი კლუბისგან, მიუხედავად იმისა, რომ ბოსებმა მას კარისკენ მიუთითეს. "გარდიანთან" ინტერვიუში როჯერსმა შემდეგი რამ განაცხადა:

- კენი დალგლიშს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ყოველთვის გამოვნახავ დროს ასეთ ადამიანთან ურთიერთობისთვის, რადგან "ენფილდი" მისი სახლია.

კენი ჩვენი კლუბის სული და გულია. "ლივერპულისადმი" მისი უსაზღვრო სიყვარულის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის.

ალბათ, არავის არასდროს ყვარებია თავისი კლუბი ისე, როგორც
მას. კენი არის ადამიანი-ლეგენდა, ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი "ლივერპულის" ისტორიაში.

იმედი მაქვს, ხალხი წლების მერე ჩემს მუშაობასაც ასევე გაიხსენებს. შეუძლებელია, ასეთი ხალხი რაიმეთი დაჩრდილო.

ამიტომ ჩემი მხრიდან შევეცდები, დავრჩე იმად, რაც ვარ. დალგლიში "ლივერპულის" ისტორიის განუყოფელი ნაწილია და ის მომავალშიც დიდ ზეგავლენას მოახდენს ყველა ჩვენგანზე, მაგრამ მე ამის არ მეშინია.

ჩვენს კლუბს გულშემატკივართა სამი კატეგორია ჰყავს. პირველს უსაზღვროდ უყვარს თავისი კლუბი და უყვარს გუნდის მენეჯერი, რადგან "ლივერპული" მათი ცხოვრების ნაწილია;

მეორე ნაწილი თავისად გაღიარებს, მაგრამ მისი ნამდვილი სიყვარული ჯერ კიდევ უნდა დაიმსახურო წარმატებებით;

მესამე - ეს არის კრიტიკოსთა ჯგუფი. მათი შეცვლა შეუძლებელია, მაშინაც კი, როცა 4:0-ს იგებ. მათ 5:0 უნდათ. თუკი ჩემპიონობას ერთხელ მოიგებ, მეორედ და მესამედ სურთ იმავეს ხილვა.

არასოდეს ვინერვიულებ იმაზე, რომ ასეთები არსებობენ. მესმის, რომ ყველას არ გახარებია "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელად ჩემი ნახვა, რადგან ეს ფეხბურთია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული