ედენ აზარი "ლილისგან" ბონუსის სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ახალწვეული ედენ აზარი ყოფილი კლუბი "ლილისგან" 2.5 მილიონ ევროს ბონუსის სახით მიიღებს.

ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო აზარის ხელფასი ლონდონში მუშაობის დროს თვეში 550 ათასი ევრო იქნება.

"ლილმა", 2011 წელს აზართან დადებული კონტრაქტის მიხედვით, ფეხბურთელს ტრანსფერის ნაწილი უნდა გადაუხადოს.

გამომდინარე აქედან, 21 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი "ჩელსიში" გადასვლის გამო დაახლოებით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მომზადებულია L’Equipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული