"რამდენჯერმე გვითქვამს, რომ იოვეტიჩის შენარჩუნება გვსურს, თუმცა ბევრი რამ იქნება ფეხბურთელის სურვილზე დამოკიდებული.
თუ სტევანს კლუბის დატოვება სურს, მან ამის შესახებ თავად უნდა თქვას. მან "ფიორენტინასთან" ადრე კონტრაქტი გაახანგრძლივა. ვფიქრობ, იოვეტიჩმა თავისი გეგმების შესახებ უნდა გვითხრას", - განაცხადა "ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ.
შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩის კონტრაქტი "ფიორენტინასთან" 2016 წლამდე მოქმედებს. გასულ სეზონში მან 27 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.
მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით