ლონდონის "ტოტენჰემი" ანდრე ვილაშ-ბოაშთან მოლაპარაკებას მართავს

AutoSharing Option
"პორტუსა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა.

ჰარი რედნაპის წასვლის შემდეგ "დეზები" ახალი სპეციალისტის ძიებაშია. ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონელებს პორტუგალიელის მიწვევა სურთ.

ინგლისელებმა უკვე გაუკეთეს შეთავაზება ვილაშ-ბოაშს. ამჟამად მხარეები მოლაპარაკებას მართავენ, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული