სერ ალექსმა ესპანეთი ამჯობინა

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონი გუშინ "სკანთორპის" წინააღმდეგ ინგლისის ლიგის თასზე ჩატარებულ შეხვედრას (რომელიც "მანიუმ" 5:2 მოიგო) არ დასწრება. "იუნაიტედის" ბოსმა ამ თამაშზე გუნდის გაძღოლას ესპანეთში გამგზავრება და "ვალენსია"-"ატლეტიკოს" მატჩის ნახვა ამჯობინა. შეგახსენებთ, "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერის" მეტოქეა.

"სკანთორპთან" შეხვედრაში "მანჩესტერს" ფერგიუსონის ასისტენტმა მაიკლ ფელანმა უხელმძღვანელა. აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედში" მოღვაწეობის 24 წლის განმავლობაში სერ ალექსმა თავისი გუნდის მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული