ასეა "ტოტენჰემის" შემთხვევაშიც. უკვე ითქვა, რომ კლუბი ანდრე ვილაშ ბოაშის მიწვევას აპირებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ფეხბურთელები ამის წინააღმდეგნი არიან.
მათ არ სურთ ახალგაზრდა პორტუგალიელის ხელმძღვანელობით თამაში. "სანის" მტკიცებით, ტოტენჰემელები "ჩელსის" ფეხბურთელებს დაუკავშირდნენ და მათგან ვილაშ ბოაშის მკვეთრად უარყოფითი დახასიათება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელებს 34 წლის დამრიგებელთან, ძირითადად, ის პრეტენზია ჰქონდათ, რომ ავტორიტეტულ ფეხბურთელებს პატივს არ სცემდა და ამასთან, თეორიულ მეცადინეობებზე ყველაფერს იმდენად დაწვრილებით
რაკი მეგობრებისგან ცუდი რეკომენდაცია მიიღეს, ფეხბურთელები კლუბის აღმასრულებელ დირექტორ დენიელ ლევის შეხვდნენ და მათი პოზიციის გათვალისწინება სთხოვეს.
ლევის არცთუ ისე დიდი არჩევანი აქვს: 1. დარჩეს თავისი გეგმის ერთგული და ფეხბურთელებთან ისედაც გამწვავებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავოს; 2. სხვა კანდიდატურები განიხილოს, მაგალითად, ლორან ბლანი, დევიდ მოიესი, რობერტო მარტინესი და რალფ რანგნიკი.
მოგეხსენებათ, "ჩელსის" ვარსკვლავი ფრენკ ლემპარდი "ტოტენჰემის" ყოფილი დამრიგებლის, ჰარი რედნაპის დიშვილია.
აი, რა თქვა ფეხბურთელმა ბიძის თავს დატრიალებულ ამბებზე: "ძალიან განვიცდი მის ამბებს.
განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფეხბურთში ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა მისთვის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად გადაიქცა.
ჰარიმ თავის გუნდთან ერთად მეოთხე ადგილი დაიკავა პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში თამაში დაიმსახურა.
სწორედ ამიტომ ვარ შოკირებული, რომ ის გუნდიდან გაუშვეს. მყავს მეგობრები, რომლებიც "დეზებს" გულშემატკივრობენ და ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან მშვენივრად ახსოვთ ის პერიოდი, სანამ გუნდში ჰარი მივიდოდა.
მას მერე "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა და ლამის ჩემპიონობისთვის შეძლო ბრძოლა. რედნაპმა გუნდში ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"