არსენ ვენგერი: რობინ ვან პერსი ლონდონის "არსენალში" დარჩება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ლონდონური კლუბის კაპიტანს, რობინ ვან პერსის ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის არანაირი მიზეზი არ აქვს, როგორც ამას პრესა ამტკიცებს.

"ვან პერსი "არსენალში" დარჩება. არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ტოპკლასის მოთამაშე სერია A-ში გადავა, ან ლიგის პრესტიჟის, ან ფეხბურთის ხარისხის, ან თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით. თუ ის იტალიის ჩემპიონატში გადავა, ნაყინს გიყიდით", - განაცხადა ვენგერმა იტალიურ პრესასთან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული