ტიტუს ბრამბლთან ერთად დააკავეს მისი 30 წლის ძმა ტესფაიე ბრამბლიც რომელიც სანდერლენდელისგან განსხვავებით ნიჭიერი ფეხბურთელი არ არის - მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთ საგრაფოთა პრემიერდივიზიონის კლუბ "ლეისტონში" თამაშობს.
ძმები ბრამბლები ნიუკასლის პოლიციის ოფისში წაიყვანეს და დაკითხეს. პოლიციელების აზრით საჭიროა კიდევ ერთი კაცის
"ჩვენთან შემოვიდა ცნობა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში, დილის საათებში ქალის გაუპატიურების შესახებ. გაუპატიურების ეჭვით დაკავებულია ორი კაცი, 29 და 30 წლის".
ტაბლოიდებმა დაადგინეს, რომ დაზარალებულის ვერსიით ის მეგობართან ერთად სვამდა. ეს სამშაბათს, "სანდერლენდის" მიერ "ვესტ ჰემის" 2:1 ძლევიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა. ბრამბლი, რომელსაც იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიურია, თავის კამპანიასთან ერთად "ბეიბი ლინჩში" ატარებდა დროს. ამბობენ, რომ ამ კამპანიასთან ერთად იყო ორი გოგოც, ოღონდ დაზარალებული და მისი მეგობარი თუ სხვა, ვერ გეტყვით. ცნობილია, რომ ამავე საღამოს ბრამბლს მისი ყოფილი გუნდის "უიგანის" გილშემატკივართან მოუვიდა კონფლიქტი. ფანი ბარიდან "მეპანღურეებს" გაუგდიათ.
მავანმა მოწმემ თქვა, რომ ბრამბლი, მისი ძმა და კიდევ ორი კაცი ძალიან ბევრს სვამდნენ.
თავად ბრამბლი ხან ერთ გოგოს გამოელაპარაკებოდა და ხან მეორეს. ვერ გეტყვით ვინ იყვნენ ის გოგონები, მაგრამ ბარი ორ მშვენიერ სტუდენტთან ერთად დატოვა. ორივენი მართლაც ძალიან ლამაზები იყვნენ".
ამის შემდეგ, ფაქტები ძალიან არეულია და მათში გარკვევა შორს წაგვიყვანდა. გაუპატიურებული გოგო რა მარშრუტით და როგორ მოხვდა სასტუმროს ოთახში ძალიან ბუნდოვანი გახლავთ. ფაქტი ერთია, ძმები ბრამბლები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. პოლიციელებმა მოიიყვანეს გაუპატიურების სპეციალისტი ფსიქოლოგები და ქალები მათ დააკითხინეს. ჩატარდა სამედიცინო შემოწმებაც.