იხვი დონალდი და მანჩესტერ სიტი დაძმობილდებიან

AutoSharing Option
კომპანია "უოლდ დისნეი" აპირებს "ჩელსისთან" თანამშრომლობას შეეშვას და ახალი კონტრაქტი "მანჩესტერ სიტისთან" გააფორმოს. ბედის ირონიით ეს ამბავი მაინცდამაინც მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც პრემიერლიგის ეს ორი უმდიდრესი კლუბი ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეს - შეხვედრა შაბათს, ისტლენდზე, საქართველოს დროით 15 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. გართობის ინდუსტრიის მსოფლიოში უდიდესი კომპანიის გადაწყვეტილება "დეილი მეილმა" მოსდო ქვეყანას.

კომპანია "უოლტ დისნეიმ" ფეხბურთში თავისი გავლენა 2007 წელს ტელეკომპანია EშPN-ის შეძენით გააძლიერა. საქმეში ჩახედული ხალხისთვის ადვილი მისახვედრია, რომ "დისნეისთან" საქმე ამერიკული კონტაქტებით ცნობილმა გერი კუკმა გაკვაჭა. კუკი "სიტის"
აღმასრულებელი შეფია. არადა, "დისნეი", როგორც პარტნიორი, "ჩელსის" ბიზნეს სტრატეგიის სერიოზული შემადგენელი გახლდათ. დასავლეთ ლონდონური კლუბი ამ კომპანიასთან ურთიერთობით დიდი მოგების ნახვას აპირებდა.

რასაკვირველია, კომპანია "უოლტ დისნეი" "ჩელსის" კონტრაქტს არ გაუწყვეტს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ვადა 2011 წელს ისედაც ეწურება და სწორედ ამის მერე გააფორმებენ ამერიკელები კონტრაქტს კლუბთან, რომელიც უფრო პერსპექტიულად მიაჩნიათ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია
maiko
16:01 12-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული