მილერი რეინჯერსთან კონტრაქტს ელის

AutoSharing Option
"რეინჯერსის" მწვრთნელი უოლტერ სმიტი გუნდის ფორვარდს კენი მილერს ერთობ აფასებდ და ამბობს, რომ შოტლანდიის ჩემპიონი მასთან სულ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ოფიციალურად შოტლანდიის ჩემპიონს "კლაიდსდეილ ბანკის პრემიერლიგის" ჩემპიონი გქვია, მაგრამ, ამას არსებითი მნიშვნელობა, რასაკვირველია არ აქვს.
გასულ შაბათს, "რეინჯერსისა" და "დანდი იუნაიტედის" შეხვედრაში მილერმა ორი გოლი შეაგდო, სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა რვამდე გაზარდა და სმიტმა შუა კვირაში, სათასო შეხვედრიდან გაანთავისუფლა. თასზე "რეინჯერსმა" "დანფერმლაინს" 7:2 მოუგო.
მილერისა და "რეინჯერსის" ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში, შემდეგ კი გადახედვას მოითხოვს. სმიტმა "რეინჯერს ნიუზისთვის"
მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
"ჩვენ ახალ ხელშეკრულებასთან საკმაოდ ახლოს ვართ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ყველა ნიუანსი შეთანხმდება და კონტრაქტსაც გავაფორმებთ. ამ სეზონში კენიმ უკვე რვა გოლი გაიტანა, რაც ძალიან კარგი შედეგია. ამ ეტაპზე ის საუცხოო ფორმაშია. ჩვენ ბოლო ხანს მას ამპლუა შევუცვალეთ. აქმდე მილერი ცენტრალური თავდამსხმელი იყო, ახლა კი საჯარიმოში უკნიდან შერბის ხოლმე. ის, რომ გოლის გატანისას იგი საკუთარ შესაძლებლობებში სრულიად დარწმუნებულია, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ის, რომ მას საგოლე პასის გადაწოდებაც კარგად ეხერხება, ხალხმა ახლა დაინახა".
ამასობაში "რეინჯერსმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ შოტლანდიის ჩემპიონობამ და ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლამ მის ყულაბაში ფული შეიტანა, რის წყალობითაც ბანკის ვალი 3,7 მილიონი ფუნტით შეუმცირდა. ჩემპიონს გაეზარდა წლიური ბრუნვაც: 2009 წელს ის 39,7 მილიონი ფუნტის ტოლი იყო, ახლა კი 65,3 მილიონის ტოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული