და ყველაზე უცნაური რა არის იცით? ის, რომ "ევერტონს" ამ სეზონში მხოლოდ ერთი თამაში აქვს მოგებული და ისიც არა პრემიელიგაში, არამედ "ქარლინგის თასის"
"ბლექბერნთან", "ნიუკასლსა" და "ასტონ ვილასთან" დამარცხების გამო დღისათვის დევიდ მოიესის გუნდი პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.
ნევილი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ ორ შეხვედრაში მოახერხა თამაში, თანაგუნდელებს ეუბნება, რომ ჯერჯერობით ევროსარბიელზე დაბრუნებაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა გასავარდნთა ზონისთვის თავის დაღწევაა.
"თავს ვერაფრით გავიმართლებთ. სიმართლეს ვერსად დავემალებით. ჩვენ ცუდად ვთამაშობდით და ამ შეხვედრებში გამარჯვებას არ ვიმსახურებდით. ბლექბერნში ვერ მოვიგეთ - უიღბლობააო. ვულვერჰემპტონში ვერ მოვიგეთ - უიღბლობააო. ბირმინგემში ვერ მოვიგეთ - უიღბლობააო. ყველა იმას იმეორბს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთო. ეს ყველაფერი ნაგავია და უნდა დავივიწყოთ. დროა თვალები ფართოდ გავახილოთ და შევხედოთ სად ვართ სინამდვილეში. დავივიწყოთ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა. ახლა მთავარი შაბათის თამაშზე ფიქრი და მოგებაა. როგორც ჩანს სეზონის დასაწყისში ძალიან ბევრი ვიფიქრეთ სეზონის ბოლოზე, ხოლო ახლანდელი გასაკეთებელი დაგვავიწყდა".