ცხოვრებაში მესამედ: სერ ალექსი მანჩესტერის თამაშს არ დაესწრო

AutoSharing Option

მიზეზი: დავიდ დე ხეა


ინგლისის ლიგის თასის მატჩში "სკანთორპსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, პრემიერლიგელთა სათადარიგოთა სკამზე სერ ალექს ფერგიოსონს ვერ ნახავდით, გუნდი შოტლანდიელი სპეციალისტის გარეშე გავიდა ფონს. არა, მოხუცი ფერგი ავად არ გამხდარა, ზუსტად მაშინ, როცა მისი გუნდი ლიგის თასზე თამაშობდა, სერ ალექს ფერგიუსონი "მესტალიაზე" იმყოფებოდა და "ვალენსია"-"ატლეტიკოს" მატჩს ადევნებდა თვალყურს. თითქოს, ამაში გასაკვირი არაფერია - "ვალენსია" "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი მეტოქეა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ, "მირორის" ცნობით, სერ ალექსს სულ სხვა მისიაც ჰქონდა - ის პირადად აკვირდებოდა დავიდ დე

ხეას თამაშს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ესპანელი გოლკიპერის შეძენით დიდად დაინტერესებულია და შოტლანდიელმა სპეციალისტმა, განიზრახა თავად ენახა "საქმეში" დე ხეა. ეს რომ არა, "ვალენსიას" თამაშზე დასაკვირვებლად სერ ალექსი ერთ-ერთი ასისტენტის გამოგზავნით დაკმაყოფილდებოდა. მანჩესტერში დავიდ დე ხეას ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ სარის შემცვლელად  (მალე 40 წლის გახდება) მოიაზრებენ. ინგლისში დარწმუნებულნი არიან, მას შემდეგ, რაც "ატლეტიკომ" ზაფხულში არ გაყიდა დიეგო ფორლანი და სერხიო აგუერო, მადრიდული კლუბი მზადაა 19 წლის მეკარეს შეელიოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე.
ევროპის ლიგის პირველი ტიტულის მფლობელი "ატლეტიკო", სავარაუდოდ, 12 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეელევა დე ხეას. "იუნაიტედის" სახელმძღვანელო ბორდი მზადაა, კონტრაქტის წინასწარ გაფორმებაზე იზრუნოს, რადგან: 1. დე ხეას ფასი მომავალში მხოლოდ გაძვირდება და არ შემცირდება, 2. დაასწრონ შესაძლო კონკურენტებს, მხოლოდ ინგლისში ასეთი 2-3 კლუბია.

სხვათა შორის, დე ხეამ ბრწყინვალედ ითამაშა "ვალენსიასთან" მატჩში, ისევე როგორც პრიმერას ახალი სეზონის წინა შეხვედრებში. ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთხელ უკვე შეეცადა დე ხეას შეძენას, მაშინ უარი თავად ფეხბურთელმა და მისმა ოჯახმა თქვეს და ტრანსფერიც აღარ გაიჩარხა. მაგრამ ახლა უკვე სულ სხვა სიტუაციაა. 24 წელიწადია სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" წვრთნის და მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როცა ის "წითელი ეშმაკუნების" თამაშს არ ესწრებოდა: პირველი ორი შემთხვევა მისი შვილის ნიშნობასა და დასაფლავებას უკავშირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული