ოფიციალურად: ოლივიე ჟირუ ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ოფიციალური ვებგვერდი საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის, ოლივიე ჟირუს გაფორმების შესახებ იუწყება.

25 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხოლო კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს.

"გვიხარია, რომ ჟირუ "არსენალის" ფეხბურთელი გახდა. ის ძლიერი ფორვარდია, რომელიც კარგად თამაშობს თავით. მან დაამტკიცა, რომ ნაკრებშიც და კლუბშიც მაღალ დონეზე შეუძლია თამაში", - განაცხადა ვენგერმა.

"ძალიან მომწონს "არსენალის" სათამაშო ფილოსოფია, რომელსაც ვენგერი ქმნის. ყოველთვის მომწონდა "არსენალი" და იმედი მაქვს, რომ ამ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწევ. "მეთოფე" გავხდი და ამით ვამაყობ", - თქვა ჟირუმ.

შეგახსენებთ, რომ
ოლივიე ჟირუმ "მონპელიეში" ორი სეზონი გაატარა, სადაც 85 მატჩში 39 გოლი გაიტანა. ნაკრებში კი ფორვარდმა 9 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული