გარეთ ბეილმა ლონდონის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ვინგერმა გარეთ ბეილმა "უაით ჰართ ლეინიდან" შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები გაფანტა და თავის კლუბთან კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით, 2016 წლამდე გააგრძელა.

"აქ უკვე ხუთი წელია ვიმყოფები და აქ გატარებული თითოეული წუთისგან სიამოვნებას ვიღებ. გულშემატკივრები ბრწყინვალედ მექცევიან და მინდა მათ შესანიშნავი თამაშით მადლობა გადავუხადო.

კლუბი ვითარდება და მსურს, ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო. შესანიშნავია, რომ გარიგებაზე შევთანხმდით.

მინდა "ტოტენჰემის" ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებაში ჩემი წილი დავიდო - ჩვენი ადგილი იქ არის. ჩვენ ახალგაზრდა და კარგი გუნდი გვყავს და მთავარ ევროპულ არენაზე
დასაბრუნებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა ბეილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული