სალომონ კალუმ და ჟოზე ბოსინგვამ ლონდონის "ჩელსი" დატოვეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა სალომონ კალუმ და მცველმა ჟოზე ბოსინგვამ კლუბი დატოვეს.

"არისტოკრატთა" ხელმძღავნელობამ ფეხბურთელებთან კონტრაქტები არ გაახანგრძლივა.

29 წლის ბოსინგვა "ჩელსიში" 2008 წელს "პორტუდან" გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში მან 126 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა.

ბოსინგვამ "ჩელსის" რიგებში ერთხელ პრემიერლიგა (2010) და ქვეყნის სუპერთასო მოიგო (2009), სამჯერ ინგლისის თასი (2009, 2010, 2012) და ასევე ერთხელ ჩემპიონთა ლიგა (2012).

26 წლის კალუმ კი ლონდონელთა მაისური 2006 წელს მოირგო. კალუმ "ჩელსის" შემადგენლობაში 254 მატჩი ჩაატარა და 60 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული