ანდრე ვილაშ-ბოაშმა ლონდონის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ლონდონის "ტოტენჰემთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო თავად ლონდონური კლუბი ბოაშს ოფიციალურად რამდენიმე დღეში წარადგენს.

34 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში ლონდონის "ჩელსის" თავკაცობდა და ამჟამად "დეზების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰარი რედნაპი შეცვალა, რომელმაც გუნდი ივნისში დატოვა.

"ტოტენჰემი" დიდ იმედებს ამყარებს ვილაშ-ბოაშზე და აპირებს, პორტუგალიელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 70 მილიონი ფუნტი გამოუყოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული