ანდრე ვილაშ-ბოაში: ლონდონის "ტოტენჰემის" მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია

AutoSharing Option
3 ივლისს ლონდონის "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ანდრე ვილაშ-ბოაშის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.

34 წლის სპეციალისტი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ლონდონის "ჩელსიდან" გაუშვეს, ამ პოსტზე ჰარი რედნაპს შეცვლის, რომელიც თანამდებობიდან ორიოდე კვირის წინ მოხსნეს. ვილაშ-ბოაშმა "დეზებთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ტოტენჰემი" მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბია, რომელსაც ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავს როგორც ინგლისში, ასევე მთელ მსოფლიოში. ჩემთვის ამ გუნდის მწვრთნელობა დიდი პატივია. ეს ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამწვრთნელო სამუშაოა.

კლუბის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელს, დანიელ ლევს და სხვა წევრებს რამდენჯერმე ვესაუბრე და "ტოტენჰემის"
მომავლის მათეულ ხედვას სავსებით ვიზიარებ. ასეთ მოთამაშეებთან მუშაობას მსოფლიოს ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა და მიმაჩნია, რომ უახლოესი წლების განმავლობაში ჩვენ ერთად წარმატებულ მუშაობას შევძლებთ", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული