მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ნაკრების მიღმა დევიდ ბექჰემის დატოვებას.
მწვრთნელმა ეს ვეტერანი ინგლისელის ცუდი სათამაშო ფორმით ახსნა. ეს განცხადება მან ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"საფეხბურთო მწვრთნელმა თავის თავს უფლება არ უნდა მისცეს, რომ გრძნობებს აჰყვეს. აქამდეც ასე იყო და ასევე ვაპირებ გაგრძელებას.
არცერთ ფეხბურთელს არასოდეს მივცემ გარანტიას, რომ რომელიმე ტურნირზე, გნებავთ, მატჩზე განაცხადში მოხვდება. მათ ეს ყოველ ჯერზე თავიანთი თამაშით უნდა დაამტკიცონ. ვფიქრობ,
ვიცი, რომ დევიდს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ძალიან უნდოდა. მესმის მისი განცდებისაც და სრულიად ლოგიკურია, რომ პირველად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პირადად ვუთხარი.
მე დიდ პატივს ვცემ მას ძველი დამსახურებებისა თუ პიროვნული ღირსებების გამო," - განაცხადა სტიუარტ პირსმა.
ბრიტანეთის ნაკრების 18-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ჯეკ ბატლენდი (ბირმინგემი), ჯეისონ სტილი (მიდლსბრო)
მცველები: რაიან ბერტრანი (ჩელსი), სტივენ კოლკერი, დენი როუზი (ორივე ტოტენჰემი), კრეიგ დოუსონი (ვესტ ბრომვიჩი), მიკა რიჩარდსი (მანჩესტერ სიტი), ნილ ტეილორი (სუონსი), ჯეიმს ტომკინსი (ვესტ ჰემი)
ნახევარმცველები: ჯო ალენი (სუონსი), ტომ კლევერლი, რაიან გიგზი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეკ კორკი (საუთჰემპტონი), აარონ რემსი (არსენალი), სკოტ სინკლერი (სუონსი)
თავდამსხმელები: კრეიგ ბელამი (ლივერპული), მარვინ სოლდერი (ბოლტონი), დენიელ სტარიჯი (ჩელსი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"