ჯონათან ვუდგეიტი "მიდლსბროში ბრუნდება

AutoSharing Option
1998 წელს, როცა ჯონათან ვუდგეიტი დიდ ფეხბურთში გამოჩნდა, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. წერდნენ, რომ სწორედ მას უნდა შეეცვალა ეროვნულ ნაკრებში ლეგენდარული ტონი ადამსი.

"ლიდსის" შემდეგ მან კარიერა "ნიუკასლში" განაგრძო, სადაც დაიწყო კიდეც მისი უიღბლობათა სერია. "კაჭკაჭების" შემადგენლობაში მან მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად მადრიდის "რეალმა" გარისკა და ვუდგეიტი მაინც შეიძინა.

სამეფო კლუბში მას კარიერა არა და არ აეწყო. ჯონათანი "მიდლსბროში" გადავიდა, შემდეგ "ტოტენჰემს" მიაშურა.

უკანასკნელი სეზონი მან "სტოკ სიტიში" გაატარა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერა და ვერ მოიპოვა.

32 წლის ფეხბურთელმა "რივერსაიდზე" დაბრუნება გადაწყვიტა. ის უკვე შეხვდა "მიდლსბროს" თავკაც ტონი მოუბრეის. შესაძლოა, მან ძველ-ახალ გუნდთან 3-წლიანი ხელშეკრულება ამ უქმეებზეც კი გააფორმოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული