რობერტო მანჩინი გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ავსტრიაში წინასასეზონო შეკრება დაიწყო. საინტერესოა, რომ "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის სახელს ბოლო დროს რუსეთის ნაკრებს უკავშირებენ. მანჩინი კი  ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებთან ურთიერთობას გაურბის, რათა რუსეთის საფეხბურთო კავშირთან თანამშრომლობაზე საუბარს თავი აარიდოს.

კერძოდ, იტალიელი სპეციალისტი ქალაქ ზეეფელდის სასტუმროში გუნდისგან განცალკევებით, ფარული შესასვლელით შედის.

ამ საქციელმა ზეეფელდის სასტუმროს მფლობელები ძალიან გაანაწყენა, რადგან მათ მანჩინის დასახვედრად სპეციალური წითელი ხალიჩა ჰქონდათ მომზადებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული