ჯონ ტერი: ანტონ ფერდინანდმა პროვოკაციაზე წამომაგო

AutoSharing Option
9 ივლისს ვესტმინსტერის საოლქო სასამართლოში ლონდონის "ჩელსის" კაპიტან ჯონ ტერის საქმის მოსმენა დაიწყო. ტერის "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველ ანტონ ფერდინანდის მისამართით რასობრივ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ ტერის და ფერდინანდის მონაწილეობით ინციდენტი გასულ სეზონში, 23 ოქტომბერს, პრემიერლიგის მატჩში მოხდა. საქმეს პოლიცია იძიებდა და 31 წლის ტერის ბრალდება წაუყენეს.

მოსმენაზე, რომელიც ხუთ დღეს უნდა გაგრძელდეს, თავად ტერიც მივიდა, თავისი ადვოკატის თანხლებით. ფეხბურთელმა სასამართლოს განუცხადა, რომ ფერდინანდს პასუხი გასცა იმის შემდეგ, რაც მან თავს ტერისთვის
დაუქორწინებლობის გამო დაცინვის უფლება მისცა. ტერის ყოფილი თანაგუნდელის და ინგლისის ნაკრებში პარტნიორის, უეინ ბრიჯის ყოფილ მეგობარ გოგონასთან, ვანესა პერონსელთან ინტიმურ ურთიერთობაში ადანაშაულებდნენ.

ტერი არ უარყოფს, რომ თავს ფერდინანდის შეურაცხყოფის უფლება მისცა, მაგრამ ამტკიცებს, რომ მხოლოდ ის ფრაზა გაიმეორა, რომელიც ფერდინანდმა თქვა და ჰკითხა, როგორ უწოდებდნენ მას...

საინტერესოა, რომ ტერის ბრალეულობის აღიარების შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელი, 2.5 ათასი ევროთი დაჯარიმება ელის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული