ჯეკ უილშირი ფსონების "თვითერში" განხილვისთვის გააფრთხილეს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" და ინგლისის ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი ჯეკ უილშირი, რომელიც ტრავმის შემდგომ აღდგენით პერიოდს გადის, უეფამ გააფრთხილა. გაფრთხილების მიზეზი "ოლიმპიაკოსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩზე ფსონის განხილვაა.

უილშირმა "თვითერში" დაწერა, რომ ფსონი დადო, რომ მისი თანაგუნდელი ემანუელ ფრიმპონგი ამ მატჩში პირველ გოლს გაიტანდა. ამ შეხვედრას "არსენალისთვის", სატურნირო თვალსაზრისით, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოგვიანებით შეტყობინება გაქრა, თავად მოთამაშემ კი უარყო, რომ ის დაწერა.

უეფას წესების მიხედვით, ფეხბურთელს, თუნდაც შეხვედრაში არ მონაწილეობდეს, ფსონის გაკეთების უფლება არ აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული