ახალი ხელშეკრულებით, ის "ქალაქელებთან" 2017 წლამდე იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს ბევრი რუსეთის ნაკრების თავკაცობას უწინასწარმეტყველებდა.
"ძალიან მიხარია, რომ უახლოესი წლების განმავლობაში "მანჩესტერ სიტიში" მუშაობის შესაძლებლობა მექნება. კარგი შანსი მაქვს, კლუბის მშენებლობა ბოლოდროინდელ წარმატებებზე დავამყარო.
"მანჩესტერ სიტი" ფანტასტიკური საფეხბურთო კლუბია - დაწყებული მფლობელიდან და დირექტორთა საბჭოდან, დასრულებული გულშემატკივრებით და პერსონალით.
ახალ გამოწვევას მოუთმენლად ველი", - აღნიშნა მანჩინიმ.
ასევე იხილეთ:
რობერტო მანჩინი "მანჩესტერ სიტისთან" ახალი, 37.5-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა