რობერტო მანჩინიმ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2017 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა.

ახალი ხელშეკრულებით, ის "ქალაქელებთან" 2017 წლამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს ბევრი რუსეთის ნაკრების თავკაცობას უწინასწარმეტყველებდა.

"ძალიან მიხარია, რომ უახლოესი წლების განმავლობაში "მანჩესტერ სიტიში" მუშაობის შესაძლებლობა მექნება. კარგი შანსი მაქვს, კლუბის მშენებლობა ბოლოდროინდელ წარმატებებზე დავამყარო.

"მანჩესტერ სიტი" ფანტასტიკური საფეხბურთო კლუბია - დაწყებული მფლობელიდან და დირექტორთა საბჭოდან, დასრულებული გულშემატკივრებით და პერსონალით.

ახალ გამოწვევას მოუთმენლად ველი", - აღნიშნა მანჩინიმ.

ასევე იხილეთ:
რობერტო მანჩინი "მანჩესტერ სიტისთან" ახალი, 37.5-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული